LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე – ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ“ – ადვოკატები

143
ლაშა ტყეშელაძე

„სასამართლო ყოველდღიურად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე – ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ პოლიტიკური ტყვეები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს“, – ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა, სასამართლომ კი პოლიტიკური დავალება შეასრულა და მტკიცებულებების გარეშე ყველას პატიმრობა მიუსაჯა.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია და მათი თავისუფლები ხაზი რუსთაველზე გადის.

ვიდეო: „ძალიან მძიმე იყო, როდესაც შენი შვილი გამოჰყავთ ხელბორკილებით… ანდრო ერთი წუთით რომ რეკავს ციხიდან, ვუსმენ აბა რა ხმაზეა, ვმარჩიელობ ხმის მიხედვით… ახლობლები გვეცლება გარშემო…“ – ანდრო ჭიჭინაძის დედის ემოციური ინტერვიუ

„ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები.

ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე.

„მოსამართლემ ჩემი მდგომარეობა არ გაითვალისწინა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ ნივთებს… ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა უკიდურესი ვარიანტია, ამას არანაირად არ ვიმსახურებ“ – აქციაზე დაკავებული მათე დევიძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

„აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ დანიშნულია ექსპერტიზა, გამოკითხულია 343 პირი, დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა 52 პირს“ – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

„მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა“.

სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე.

ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია.

მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g