LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლა

264
მოზარდზე ძალადობა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა.

ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

„დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს.. ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის“ – 9 წლის ბიჭ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 60 წლამ­დე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს

„დედა ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება.. მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო...“

ბავშვის მამინაცვლის მამის მიმართ სასამართლომ არათუ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოც არ გამოიყენა. საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც თავისი შვილის 9 წლის გერზე ფიზიკურად ძალადობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის, 126-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო.

 

magti 5g