LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს წინა დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა, სამწუხაროა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან დღემდე „პინგ-პონგის“ თამაში მიმდინარეობს: გიორგი მშვენიერაძე

95
გიორგი მშვენიერაძე

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღეს ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნევროლოგიური დარღვევით. – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნისნა, სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ გავიდა 14 დღეზე მეტი მას არ მისცემია საშუალება ესარგებლა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით. მის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის. მათ შორის საუბარია ნევროლოგიურ დარღვევებზე, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მას სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, რათა დადგინდეს ენცეფალოპათია დასრულებულია და ამის შემდეგ დაიგეგმოს მკურნალობა, თუ განგრძობადია. ეს არ არის სახუმარო თემა, შესაძლო გართულებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით. თავად სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს წინა დღით ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ ამ ნევროლოგიური დარღვევით. სამწუხაროა, რომ დღემდე ამ ადამიანურ საკითხზე მიმდინარეობს „პინგ-პონგის“ თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლის რისკს ხსნიდნენ, რისკის ქვეშ ტოვებენ და ახანგრძლივებენ არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც ადგილი აქვს სააკაშვილის მისამართით”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

mazda magti 5g