თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ომეგა 2“-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე იკითხება.
მოწმე გამოძიებისთვის მისაცემი ჩვენების შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ყველა კითხვას უპასუხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორები გამოძიებას აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს და საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დირექტორებმა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თავად მოითხოვეს.