LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო ცხიმების ხუთი წყარო: პროდუქტები, რომლის მიღებისაც არ უნდა გვეშინოდეს

183

დღევანდელ დღეს ძალიან ცოტას თუ აკმაყოფილებს საკუთარი წონა. უმეტესობა მუდმივ ბრძოლაშია ზედმეტ კილოგრამებთან, პედანტურად ფილტრავს საკუთარ რაციონს და ავადმყოფურად ითვლის მიღებულ კალორიებს. თუმცა, დიეტური მენიუს შედგენისას არ ღირს ცხიმების შემცველ ყველა პროდუქტზე უარის თქმა. მართალია, მაღალი ენერგეტიკული ღირებულების წყალობით ბევრმა მათგანმა ცუდი რეპუტაცია შეიძინა, მაგრამ, რაც არ უნდა დაუჯერებელად ჟღერდეს, ზოგიერთი ცხიმიანი პროდუქტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის და წონის დაკლებასაც ეხმარება. გთავაზობთ იმ ცხიმებით მდიდარ   პროდუქტებს, რომლებისაც არ უნდა გვეშინოდეს.

კვერცხი

არსებობს მოსაზრება, რომ ომლეტი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე, ქოლესტერინის საშიში წყაროა, რომელიც ფიგურასთან ერთად გულსაც აყენებს ზიანს. მართალია, ერთ კვერცხი დღიური ნორმის 70 %-ზე მეტ ქოლესტერინს შეიცავს, მაგრამ ის მაინც არანაირ გავლენას არ ახდენს ქოლესტერინის შემცველობაზე სისხლში. მეტიც, კვერცხში ძალიან ბევრი ცილა და ქოლინია – ნივთიერება, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან (მათ შორის სახის კანს ადრეული ნაოჭებისგან) და ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს ანუ ამცირებს ზედმეტ კილოგრამებს. ასე რომ, შემწვარი კვერცხი საკმაოდ დიეტური პროდუქტია.

თევზი

საუბარი თევზის ცხიმების სარგებლობაზე უკვე აღარც ღირს, მისი უძვირფასესი თვისებები დიდი ხანია შესწავლილია. სტატისტიკით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ სკუმბრიას, ქაშაყს, ორაგულს და კალმახს (ომეგა-3-ის მჟავითა და ხარისხიანი ცილით განსაკუთრებით მდიდარი პროდუქტებს), ნაკლებად ავადდებიან დეპრესიით, ასაკობრივი ჭკუასუსტობით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

შოკოლადი

შავი შოკოლადი – ის იშვიათი პროდუქტია, რომელიც ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც. მართალია, შოკოლადი ძალიან დიდი დოზით შეიცავს ცხიმებს, მაგრამ მასში ანტიოქსიდანტებიც ძალიან ბევრია, რომ არაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან მინერალებზე, როგორებიცაა მაგნიუმი, მანგანუმი, რკინა და უჯრედისი. შოკოლადის ორგანიზმზე სასიკეთო გავლენის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია. გარდა ამისა, ყველასთვის საყვარელი ტკბილეული ააქტიურებს გონების მუშაობას, რაც ყოველდღიური გადატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ყველასთვის აუცილებელია.

ყველი

ყველი მართლაც საკმაოდ კალორიული პროდუქტია და ის, ვინც საკუთარ წონას აკონტროლებს, მაქსიმალურად ზღუდავს ყველის მირთმევას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ყველის ერთი ნაჭერი იმდენად ნოყიერი და მდიდარია ცილით, რომ ერთი მოზრდილი ნაჭრის მირთმევის შემდეგ დიდხანს არ მოგშივდებათ. გარდა ამისა, საკმაოდ სასარგებლოა ყველის მირთმევა სადილთან ერთად, რაც ხელს უწყობს კუჭის სწორ მუშაობას. ყველაფერთან ერთად ყველი მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა В, С, D და A ვიტამინები.

ავოკადო

მწვანე ავოკადოში ცხიმი უფრო მეტია, ვიდრე ნახშირწყლები, თუმცა ამ ხილის სახიფათოდ მიჩნევა მაინც არ იქნებოდა მართებული. თავისი სასარგებლო თვისებებით ავოკადო ზეითუნის ზეთს უტოლდება, რადგან მის შემადგენლობაში ბევრია ზეითუნის სიმჟავე. ისევე როგორც ზეთისხილი, ავოკადოც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს “მავნე” ქოლესტერინის შემცველობას. გარდა ამისა, ავოკადო კალიუმის საუკეთესო წყაროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები