31 წლის თამარ დათუკიშვილს, პროფესიით მარკეტოლოგსა და ორი შვილის დედას, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის და საზღვარგარეთ მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.
დიაგნოზის შესახებ თამარმა მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ დღეს კუჭის ტკივილის გამო სასწრაფო გამოიძახა.
მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ღვიძლში დაახლოებით, 10 სხვადასხვა ზომის წარმონაქმნი აქვს.
თამარ დათუკიშვილი სამკურნალოდ თურქეთში აპირებს წასვლას, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დანებებას არ აპირებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
“წარმოიდგინეთ, აქამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ მქონია. აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. როცა ტკივილი დამეწყო, ვიფიქრე, რაკი ახალი წლის პერიოდი იყო, კუჭი გამიღიზიანდა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ორი შვილი მყავს. ერთი ოთხი წლისაა, მეორე კი ერთი წლის გახდა ცოტახნის წინ. მისი დაბადების დღე იყო, ძალიან მინდოდა, სახლში წავსულიყავი,მაგრამ, როგორც გითხარით, ერთ-ერთი წანაზარდი გასკდა. დაახლოებით, ერთ თვეზე მეტია, კლინიკაში ვარ და ბავშვებს ვერ ვნახულობ. მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიდგას გვერდით.
უამრავი ადამიანი შეაწუხა, ყველასთან მივიდა, ვისთანაც შეიძლებოდა მისვლა, გავყიდეთ, რისი გაყიდვაც შეგვეძლო, მაგრამ არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. თურქეთში მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩემი მეუღლე ცხინვალიდანაა დევნილი. 3 თვის იყო, ოსებმა მამა რომ მოუკლეს. ობლადაა გაზრდილი. დედამისსაც სიმსივნე აქვს და დღემდე ამ დაავადებას ებრძვის. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ეს თემა… ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამ თუ დამემართებოდა. მარკეტოლოგი ვარ და საკმაოდ წარმატებული ამ მიმართულებით, ავსტრიაშივსწავლობდი, ორმაგი ხარისხის დიპლომი მაქვს. კარგ პოზიციებზე ვმუშაობდი და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. ახლა მგონია, რომ საშინელი კოშმარი ხდება. ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია ყველა იმ კეთილ ადამიანზე, რომლებიც დონაციას შეძლებენ და გვერდში დამიდგებიან. ჩემს მდგომარეობაში ფრენა არ შეიძლება და თურქეთის გარდა, სხვა ქვეყანაში ვერ მოვახერხებ წასვლას. წნევის ოდნავი მომატების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ნებისმიერი წანაზარდი გასკდეს…”, – ამბობს თამარ დათუკიშვილი mshoblebi.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 0 901 700 177. ზარის ღირებულება 1 ლარია, რომელიც სრულად ირიცხება თამარის ანგარიშზე.
საბანკორეკვიზიტები:
თიბისი ბანკი: GE30TB7127645064300007
საქართველოს ბანკი: GE55BG0000000345869228
მიმღები, თამარის მეუღლე: ზვიად ხადური