თბილისში 25 წლის ბიჭის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის დეიდაშვილის, ანი ფაცაციას განცხადებით, მოკლული სავარაუდო დამნაშავეს არ იცნობდა. ის ამბობს, რომ შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
როგორც გარდაცვლილის დეიდაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
რაც შეეხება მომხდარის დროს დაჭრილებს, მოკლულის დეიდაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ორი დაშავებული კი სტაბილურადაა.
ანი ფაცაცია:
„ამ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჩემთვის, ჭირისუფლისთვის ამ თემაზე საუბარი, ძალიან მიჭირს, რადგან მიშო არ გვყავს, მაგრამ იმდენად არასწორი ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე სიმართლე ვთქვა. მკვლელობა 21 დეკემბერს მოხდა. ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ, მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩნდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი, უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა, ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა, ბესო ქავთარაძემ, ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით, ეზოში.
„შელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“- 25 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს.
ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ „შტირით“ და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.
ბიძაჩემი უმძიმეს მდგომარეობაშია, სოციალურ ქსელებში დაიწერა თითქოს გარდაიცვალა, მაგრამ ე არ არის სიმართლე, ექიმები გვაძლევენ იმედს რომ გადარჩება, თუმცა ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება. დაჭრილი ორი ახალგაზრდა კი პალატებში არიან გადაყვანილები. მათგან ერთი მიშოს მეჯვარეა, რატი. მათაც ოპერაციები ჩაუტარდათ. ორი გონზეა და ალბათ გამოძიებას მისცემენ ჩვენებას თუ რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია.
იმდენად საშინელი რამეები იწერება სოციალურ ქსელში, რაც რეალობას არ შეესაბამება, ამიტომ ვსაუბრობ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე თქვენთან. ბიჭები რომ ყვიროდნენ დაჭრილები ვართო, ჩემმა დეიდაშვილმა თავისი ხელით ჩასვა მანქანაში მძიმედ დაჭრილი მამამისი და დაჭრილი ძმაკაცებიც. ფეხზე იდგა თვითონ, ახლა ფიქრობენ რომ ე.წ „შტირით“ იყო დაზიანება მისთვის მიყენებული, ალბათ უცებ ვერც მიხვდა.
მიშოსთვის მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუჩერდა გული. არც უთქვამს მანქანაში რომ თვითონაც დაჭრილი იყო. 45 წუთი ცდილობდა ექიმი რომ გული აემუშავებინა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. მსუბუქი დაზიანება არც ერთს არ აქვს. ბიძაჩემს ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც აქვს დაზიანებული, მიშოს ერთი ჭრილობა ჰქონდა ფერდის არეში, მის ძმაკაცებსაც გაუკეთდათ ოპერაცია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ პირს წაუყენეს ბრალი. როგორც ვიცი, იქ დანაშაული ერთ ადამიანს არ ჩაუდენია, ერთი ადამიანი ნამდვილად არ იყო და ერთი ადამიანი ვერ დაჭრიდა სასიკვდილოდ 4 ჯანღონით სავსე ადამიანს. ვერ გავიგე რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთი პირია დაკავებული. ჩემი ინფორმაციით, კიდევ ჰყავს პოლიციას სხვა პირებიც აყვანილი, თუმცა მათზე არაფერი წერია ოფიციალურ განცხადებაში. როგორც ვიცი, ერთი დამნაშავე გორში დაუკავებიათ. დანამდვილებით ვიცი, რომ მხოლოდ ერთი არ მონაწილეობდა. გამორიცხულია, 4 მთასავით ბიჭი ერთ ადამიანს დაეჭრა. წარმოუდგენელია, ერთმა პირმა შეძლო ოთხი ადამიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენება. მაინტერესებს, სად არიან დანარჩენი პირები, ვინც ჩართულები იყვნენ, რატომ არ გავრცელდა მათზე ინფორმაცია. იმედი მაქვს, ყველა უმკაცრესად დაისჯება. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. დაჭრილი ბიჭები მისცემენ ჩვენებას და იტყვიან რა მოხდა.
სახლში იმდენად შოკური მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ერთადერთი შვილი ჰყავდა დეიდას. 8 წელია შვილი არ უნახავს, ემიგრაციაში იყო. 25 დეკემბრის ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, ყველანი ერთად უნდა შევხვედროდით ამდენი წლის მერე ერთად ახალ წელს და ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. დანაშაული შაბათს საღამოს მოხდა, არ ვახმაურებდით, რადგან მიშოს დედას იქ ვერ ვეტყოდით ამ თავზარდამცავ ამბავს. იცოდა, რომ მამა შვილი კლინიკაში იყო, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ვიცოდით ინტერნეტთან წვდომა არ ექნებოდა მხოლოდ ამის შემდეგ გავახმაურეთ ეს დიდი ტრაგედია. მონატრებული დედა ახლა დასტირის თავის ერთადერთ შვილს და ითხოვს დამნაშავეების დასჯას“, – ამბობს ანი ფაცაცია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
სრული ვერსია იხილეთ აქ.
აღნიშნულ სტატიას ვარკეთილში მოკლული ბიჭის დეიდაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში უზიარებს მოქალაქეებს და წერს:
„იმდენად მძიმეა ჩემთვის ყველა ცრუ ინფორმაციის წაკითხვა და მოსმენა, მზად ვარ, ყველანაირად ძლიერად დავდგე და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამას ჩემი მიშოს ხსოვნის, ადამიანობის და ჩემი ცოცხალი ბიძის კაცობის პატივისცემის გამო ვაკეთებ ! ამიტომ მე ჩემს ბიჭს რაც შევპირდი შევუსრულებ და ეს დასაწყისია მთელი ცხოვრება ჩემს დაცვაში იყო და ახლა დროა მე დავიცვა მისი სახელი!“
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ პირი დააკავა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
იმდენად მძიმეა ჩემთვის ყველა ცრუ ინფორმაციის წაკითხვა და მოსმენა მზად ვარ ყველანაირად ძლიერად დავდგე და ზუსტი ინფორმაცია…
Posted by Ani Patsatsia on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024