LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელი შეცდომა: რიჩარდ ჰამონდმა McLaren 720S-ში ბენზინის ნაცვლად წყალი ჩაასხა

47

რიჩარდ ჰამონდმა, რომელიც ყველაზე პოპულარული საავტომობილო შოუს The Grand Tour-ის ერთ-ერთი წამყვანია, სუპერქარ McLaren 720S-ის ტესტ-დრაივისას საშინელი შეცდომა დაუშვა. ავტომობილს კაპიტალური რემონტი, ან სულაც ძრავის შეცვლა სჭირდება. 47 წლის წამყვანმა ბრიტანულ ავტომობილში ბენზინის ნაცვლად წყალი ჩაასხა. საინტერესოა, რომ „ბრიტანული სამეული“, ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი გამოცდილი ავტომოყვარულები არიან, თუმცა, როგორც ჩანს შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის.

საავტომობილო გამოცემა Auto Evolution-ის ინფორმაციით, The Grand Tour-ის მორიგი ეპიზოდის გადაღებისას, რიჩარდ ჰამონდმა სუპერქარი McLaren 720S უბრალოდ გაანადგურა.

ჰამონდს McLaren 720S-ის ორი ვერსია უნდა გაეტესტა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს პრობლემები შეექმნა. თავად ჰამონდი ამბობს, რომ ტესტ–დრაივისას მოულოდნელად ბენზინი გათავდა, ავტოგასამართ სადგურამდე კი ვეღარ მიდიოდა, ამიტომ ერთ-ერთ ავზში არსებული სითხე ჩაასხა, სამწუხაროდ, ავზში არა ბენზნინი, არამედ წყალი იყო, რომელმაც ძრავს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. რიჩარდ ჰამონდმა აღიარა, რომ შეცდომა გვიან გაიაზრა. ახლა McLaren-ის სპეციალისტებს ძრავის აღდგენა, ან შეცვლა მოუწევთ, რაც დაახლოებით 200 000 ფუნტი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები