2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით გაიზარდა. კერძოდ, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 184 ლარი იყო.
ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 6.3 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 314.9 ლარი გახდა. სექტემბერში ეს თანხა 308.6 ლარს შეადგენდა.
ცალკეული ჯგუფების მიხედვით კი საარსებო მინიმუმი ასეთია:
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი -187,7 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266,0 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299,3 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 332,5 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374,1 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 442,3 ლარი.
