ქართველი ახალგაზრდა ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის ფილიალში ისწავლის. ის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
„სასიხარულო ინფორმაცია! ჩვენი სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ფიზიკის საოლიმპიადო წრისა და ასევე ახალგაზრდა ნატურალისტთა წრის ხელმძღვანელმა – ლევან ლოლაშვილმა მოიპოვა 100% გრანტი 340 000 USD ოდენობით და ის სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის ფილიალში გააგრძელებს! წარმატებები ლევანს!“ – წერს ვეკუას სკოლის ოფიციალური გვერდი.
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა