LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება

55

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.

უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მძიმე არც ერთი არ არის.

6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი კი, მედცენტრში.

დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g