სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი” ჩაიკეტება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო ოაზისში, კონფერენციაზე ოთხასამდე ექიმი იმყოფება, აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე სასტუმრო ჩაიკეტოს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტოს, თუმცა ჩვენ მყისიერად მივიღეთ ზომები, სასტუმრო ოაზისში დაიწყო ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს, მათი შესაბამისი პროტოკოლით განაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისისში“ 900 მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.