მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალური სასტუმრო ნორვეგიაში აშენდება. სრულად არაჩვეულებრივი დაწესებულება მთაზე, 600 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება. Cliff Hotel სტუმრებს საშუალებას მისცემს, რომ მთის მწვერვალზე ცხოვრების გამოცდილება მიიღონ. სასტუმროს მთავარი ღირსება გადმოწეული აივნები იქნება, რომელიც მინისგან დამზადდება და ვიზიტორებს ულამაზეს პანორამულ ხედს შეთავაზებს.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ნულოვან სართულზე მათ ვისაც სიმაღლის არ ეშინია, კიდევ ერთი სიურპრიზი დახვდებათ. გამჭირვალე აუზი პირდაპირ კლდის თავზე გაკეთდება და ვიზიტორებს 200 სართულის სიმაღლეზე ცურვის გამოცდილებას შესთავაზებს.
რა ეღირება კლდის სასტუმროში ღამის გათენება ჯერჯერობით უცნობია.