LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „თორის“ ადგილზე სასტუმრო Park Inn by Radisson აშენდება

66

საპარტნიორო ფონდი ადგილობრივ კომპანია „ბლოკ ინვესტთან“ ერთად  სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს,  Park Inn by Radisson აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად,  სასტუმრო  200-ნომრიანი იქნება,  სასტუმროში განთავსდება კაფე-რესტორანი,  საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები და ა.შ.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით,  თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს  და  ფონდი გეგმავს შეავსოს ეს დეფიციტი.

სასტუმროს მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და  2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები