LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება: ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პიკეტირებაზე

80
FORTUNA.GE- (4)

“რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება გარკვეულწილად სახის შენარჩუნება, ვითომ, მან რაღაც წარმატებას მიაღწია, თავისი მომხრეების გამხნევება და შემოსასვლელებში ადამიანების შეკრება სწორედ ამას ემსახურება, რომელსაც არანაირი რეალური გავლენა და მიზანი ამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არ აქვს.” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ამბობს, რომ ერთადერთი სწორი გზა დიალოგია.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ შედგება:

“ეს ძირშივე ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიმართავდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. მკაფიოდ ითქვა, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა. დიალოგის ფორმატია საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ფორმატში უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. როგორც წესი, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება.” – თქვა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეიდან ოპოზიციამ დაანონსებული ხანგრძლივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დილიდან აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას ახდენენ. დღესვე, აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

“გავრილოვის მონებო” – დეპუტატები პარლამენტში სტვენის ფონზე შედიან

პოპულალურები