LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირები მოქალაქეებთან ერთად, სოფელ ტვიშში რეგულაციების დარღვევით აღდგომას აღნიშნავს

132
ქეიფი ტვიშში

სოფელ ტვიშში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, “ჯვაროსნულმა მოძრაობამ” ჯვარი აღმართა. ჯვრის აღმართვას რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდნენ.

ადგილზე იმყოფება ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეც. პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევებით წარიმართა, რადგან ჯვრის აღმართვის პარალელურად, ტვიშში 150 კაციანი სუფრაც გაიშალა. რიონის ხეობის მცველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პირბადეებს თითქმის არავინ იყენებს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, 2 მაისიდან მოქალაქეებს მასობრივი შეკრება და სასაფლაოზე გასვლა ეკრძალებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g