გუშინ, 18 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილმა გაავრცელა. კოტე მაისურაძე მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.
ცნობილია, რომ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.
კოტე მაისურაძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური პოსტით ემშვიდობებიან. სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომლის კურსდამთავრებულიც იყო კოტე მაისურაძე.
ასევე, ვრცელდება კოტეს მაისურაძის სიცოცხლეში გადაღებული ერთ-ერთი ბოლო კადრები.
„სასწაულის ყველაზე ბოლო იმედიც გაქრა“, – წერს კოტე მაისურაძის მეგობარი, ნინი კენჭაძე.
Სასწაულის Ყველაზე ბოლო იმედიც გაქრა..
Kote ???️
Posted by Nini Kenchadze on Friday, 18 August 2023
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25-ია იდენტიფიცირებული.
Ჩემი კოტიკოც გაფრინდა ??️
Რაჭაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი , ზუსტად რაჭამ გამოგვაცალა.
Ვინც არ იცნობდით, კოტე ყველაზე კეთილი ადამიანი იყო დედამიწაზე და უკარგესი მეგობარი ??️
ახლაც კი ვერ ვიაზრებ, რომ ამას ჩემს “კოსწიაზე” ვწერ. Ვერ ვიაზრებ, ან არ ვიაზრებ.. არ მინდა.
Მეგობრებს ვაჯერებდი და საკუთარ თავსაც ვუმეორებდი ეს 3 დღე, რომ სასწაულები ხდება, სასწაულები არსებობს,
მაგრამ
არ მოხდა..Ასე იმედი არასდროს მქონია და ასეთი იმედგაცრუებულიც არასდროს ვყოფილვარ.
Ყველა ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი და ვფიქრობდი, რომ ცოცხალია , ტყეშია, გამოჩნდება, გადარჩება…
Დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა და ტელეფონი ჩაირთვებოდა..
არ ჩაირთო..
Მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ პირველ ჯოჯოხეთურ ღამეს ცოცხალი იყო, სუნთქავდა, იბრძოდა, მაგრამ ვერ მივუსწარით..Მე ვფიქრობ, რომ კოტიკო მხოლოდ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კი არა, მთელმა საქართველომ დავკარგეთ?
Შეხვედრამდე,ჩემო სიცოცხლეზე და ურთიერთობებზე შეყვარებულო მეგობარო! ??️
Kote Maisuradze ??️Posted by Nini Kenchadze on Sunday, 6 August 2023
ონის მერის განცხადებით, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.