ქართველი მსმენელი მუსიკალურ ჯგუფს „ელის ბენდს“ კარგად იცნობს. მისი წევრები, მომღერალი გიორგი დათიაშვილი და დრამერი ელისაბედ ავალიშვილი საზოგადოებამ კიდევ უფრო უკეთ გაიცნო მას შემდეგ, რაც გიორგიმ ელისაბედს ხელი მსმენელის წინაშე, სცენაზე სთხოვა, აღნიშნულმა კადრებმა ერთი წლის წინ ინტერნეტსივრცე მოიცვა.
წყვილი ახლა შვილის მოლოდინშია. მათ ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ფირზე აღბეჭდვა გადაწყვიტა და ულამაზესი ფოტოსესია მოიწყო.
ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი ზურა ქართველიშვილია. კადრებს აღნიშნული ფოტოგადაღებიდან ელისაბედ ავალიშვილი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
📸 Zura Kartvelishvili Photographer
Posted by Elis A Beth on ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025
ვიდეო: მამის ცეკვა პატარძალთან, ელისაბედ ავალიშვილთან, ლაშა ღლონტის ემოციურ სიმღერაზე