LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწაულს ველოდით… იქნებ ზაზა და ბავშვები მაინც გადარჩენილიყვნენ“ – გერმანიის ქართული სათვისტომო ზაზა მესხს ემშვიდობება

3414
ფორტუნა - 2023-08-26T014843.268

გერმანიის ქართული სათვისტომო შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაკარგულ ზაზა მესხს ემშვიდობება.

გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღე გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან და ალინას ცხედრის პოვნიდან , მაინც თითქოს რაღაც იმედებს ვებღაუჭებოდით, სასწაულს ველოდით… იქნებ ზაზა და ბავშვები მაინც გადარჩენილიყვნენ… ყველას ძალიან გვიმძიმს მომხდარის გააზრება….

„რამდენიმე დღის წინ იპოვეს ქალბატონის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა „ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია „ალინა” – რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

ძალიან ახალგაზრდა, ენერგიით და იდეებით აღსავსე შეუერთდა ორი ათეული წლის წინ ზაზა გერმანიის ქართულ სათვისტომოს. თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად იგი ძველი თაობის ემიგრანტების ოცნებად ქცეული სურვილის ასრულებას შეუდგა. ახლად არჩეულმა გამგეობამ, რომლის აქტიური წევრი ზაზაც იყო, დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქართული სათვისტომოს საქმიანობის განახლებასა და საქველმოქმედო პროექტების წამოწყებაში.
ზაზა იყო გერმანიის ქართული სათვისტომოს პირველი ბეჭდვითი ორგანოს თანადამფუძნებელი, რომელსაც ასე ნატრობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში გადმოხვეწილი ქართველები.

გერმანიიდან ინგლისში და შემდეგ ჰოლანდიაში გადასვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა კონტაქტი სათვისტომოს გამგეობასთან და მის წევრებთან.

მუდამ გვემახსოვრება ზაზა, როგორც სათვისტომოს დაუღალავი წევრი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მისი სახით საქართველომ გამორჩეული პატრიოტი და ღირსეული შვილი დაკარგა.
ვიზიარებთ ზაზას ოჯახის ღრმა მწუხარებასა და ტკივილს.
მსუბუქი იყოს ზაზასთვის მშობლიური მიწა“. – ვკითხულობთ გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანიის ქართული სათვისტომო ზაზა მესხს ემშვიდობება! Zaza Meskhi

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დღე გავიდა იმ საშინელი…

Posted by გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Verein in Deutschland e.V. on Friday, August 25, 2023

 

„მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

პოპულარულები