LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე დღის წინ იპოვეს ქალბატონის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა „ზაზა”. გუშინ მამაკაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია „ალინა” – რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

1966
ფორტუნა - 2023-08-25T101444.348

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ზაზა მესხი და მისი ორი შვილი.

სტიქიის მეორე დღეს გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა.

ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში ზაზას და მისი მეუღლის ფოტო ვრცელდება.

„რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა.
გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა.
ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახან ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.
– განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ.“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რაფაელ გოგიტიძე.

რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა.
გუშინ მამაკაცის ცხედარი…

Posted by Raphael Gogitidze on Thursday, August 24, 2023

 

„მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა“ – ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები