LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფო პედიატრის არც ერთი ექიმი თვითიზოლაციაში არაა და მზადაა ბინაზე გამოძახებისთვის“ – ეკა ყიფიანი გადაცემაში ,,სტუმრადექიმთან”

6825
ekakifiani-apr

რა დროს უნდა გამოვიძაღოთ პედიატრი ბინაზე და როგორ მოემზადა „სასწრაფო პედიატრის“ გუნდი კორონავირუსთვის. ამ თემაზე ვრცლად რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”  „სასწრაფო პედიატრის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა ისუაბრა.

ის, რაც გვამშვიდებს ბავშვებთან მიმართებაში, არის ის, რომ ნაკლები ავადობაა არსებული სტატისტიკით და ეს სტატისტიკა ჩინეთიდან გამომდინარეობს. აქ არის რამდენიმე თეორია, მაგრამ ეს ჯერჯერობით მიმდინარე კვლევებისა და ჰიოპეთეზების დონეზეა, შესაბამისად  საჭიროებს დამტკიცებას. კარგიას ის, რომ ავადობა 80% შემთხვევაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს მსუბუქად და ხანდახან უსიმპტომოდ. თუ გახსოვთ, ბავშვების შემთხვევაში ზომები მალევე იქნა მიღებული, დაიხურა სკოლები, ბაღები. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბავშვი შესაძლოა იყოს ვირუსის უსიმპტომო მატარებელი და საფრთხის შემცველი ოჯახის წევრებისთვის და ასაკოვანი პირებისთვის. ჩვენს ქვეყანაში უკვე არის ბავშვების დაინფიცირების შემთხვევა და საბედნიეროდ, ყველა მათგანის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

რაც შეეხება ბავშვებს, როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად, აქ ისევ მუშაობს ის ზოგადი რეკომენდაციები ყველა ვირუსის დროს, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის მსოფლომ ორგანიზაცია და ამერიკის პედიატრთა ასოციაცია. ესაა ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. თუ ამ სიმპტომებიდან  რომელიმე ჩნდება, ან ჩნდება კომბინირებულად, აუცილებელია ბავშვი გასინჯული იყოს ბინაზე. თუ ამას ერთვის, კონტაქტი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან, მოგზაურუბის ისტორია, აქაც მნიშვნელოვანია ბინაზე დარჩენა და მკურნალობა. ამისთვის ჩვენ სრულად მზად ვართ. ,,სასწრაფო პედიატრი” სრული აღჭურვილობით, ერთჯერადი ინვენტარით შეფუთულია ისე, რომ რისკის გადატანის ერთი პაციენტიდან მეორეზე არ არსებობს. არც ერთი ჩვენი თანამშრომელი იზოლაციაში არაა. ტრენინგი, როგორ უნდა დაიცვას სამედიცინო პერსონალმა პირადი უსაფრთხოება და არ გახდეს გამავრცელებელი სხვებისთვის, ჩვენ დავიწყეთ ძალიან ადრე.

ეკა ყიფიანი ასევე სუაბრობს იმაზე, რამდენად მშიშვნელოვანია ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ფიქრი სახლში ყოფნისას, გასეირნება ეტლით იზოლირებულ ღია სივრცეებში და ფიქრი პანდემიის დასრულების  შემდეგ,  მის შესაძლო მძიმე შედეგებზე.

ვრცლად პოდკასტი მოისმინეთ აქ:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები