რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო საზოგადოებას მიმართავს და იმ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს უკრაინულ ოჯახებს უმასპინძლონ საქართველოში, მითითებულ ნომერზე დარეკვას სთხოვს.
“ის რაც შეგვიძლია, სასწრაფოდ გავარიდოთ ბავშვები და ქალები ტირანს. საღვთო საქმეა მასპინძლობა და ქართველი ხალხი უმასპინძლებს ამ შეშინებულ ბავშვებს.
მასპინძელმა ოჯახებმა დარეკეთ ნომერზე:
ცხელი ხაზი:
557-533-826 / 557-536-057
იმ მოქალაქეებს, ვისაც ექნება სურვილი უმასპინძლოს უკრაინულ ოჯახებს, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომრებზე, დატოვონ თავიანთი კოორდინატები და საქართველოში ლტოლვილთა ჩამოსვლის შემდგომ, ეტაპობრივად მოხდება მათი ამ ოჯახებში გადანაწილება.
მადლობას გიხდით თანადგომისთვის”, – წერს დომენიკ მანგო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე