LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოდ შემოიღეთ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას: მამუკა ხაზარაძე

65
მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ შემოიღონ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, რადგან პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას“.

მისივე განმარტებით, „საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული“.

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია: ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო!!

საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!

სასწრაფოდ შემოიღეთ 30 დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!

საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

magti 5g