სატვირთო ავტომობილებს დილისა და საღამოს „პიკის საათებში“ 2-2 საათით მოძრაობა აეკრძალებათ, -შესაბამისი ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.
კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი არიან, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.
თუმცა, კონკრეტულად რომელ საათებში დაწესდება ეს აკრძალვა, ამას დედაქალაქის თვითმმართველობა განსაზღვრავს. ასევე თბილისის მთავრობა დაადგენს, დღის რა პერიოდში ექნება სადისტრიბუციო მანქანებს ქუჩებში მოძრაობის შესაძლებლობა.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდება