თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა „საქართველოს ფოსტის“ ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაში.