LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის პრინცმა ორი მდიდრული ბუგატი შეიძინა

194

საუდის არაბეთის პრინცმა, ბადრ ბინ საუდმა ბუგატის ორი უნიკალური მოდელი შეიძინა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პრეზენტაციაზე წარდგენილი იმ საჩვენებელი ჰიპერქარის Chrion მფლობელი გახდა, რომელიც ჟენევის ავტოსალონში, ამავე წლის მარტში იყო წარმოდგენელი. მეორე უნიკალური მოდელი კი შოუ-ქარი Vision GT–ია, რომლის რალის ვერსიაც სპეციალურად Gran Turismo-სთვის შეიქმნა.

რა ფასად შეიძინა პრინცმა აღნიშნული მოდელები ცნობილი არა არის. Chiron-ის სტანდარტული ვერსიის ღირებულება 2.6 მილიონი დოლარიდან იწყება. კუპე აღჭურვილია რვალიტრიანი, ტურბინირებული აგრეგატით W16-ით, რომელსაც 1500 ცხენის ძალა გააჩნია. ორკარიან კუპეს შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე 2.5 წამში განავითაროს, ხოლო 300 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 13.6 წამს ანდომებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები