საუდის არაბეთში, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენა – Joy Awards გაიმართა. ღონისძიება, რომელიც 2019 წლიდან ტარდება, ერთ სივრცეში თავს ბოლივუდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს უყრის.
საერთაშორისო აუდიტორიისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი წლევანდელი შოუს მუსიკალური ნაწილი აღმოჩნდა. საღამოზე ჯგუფის – Il Divo და არტისტების – რობი უილიამსისა და კეტი პერის პერფორმანსები შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა დაჯილდოებაში მონაწილეობისთვის კოლოსალური თანხა მიიღო. მოარული ხმების თანახმად, გამართული სანახაობისთვის პერის, 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ცნობები ,,ილ დივოსა” და უილიამსის ანაზღაურებების შესახებ არ გავრცელებულა.