LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალს 45-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მიზეზი სოც-ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებია

72
Screenshot 2022-09-01 125451

საუდის არაბეთში ქალს სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო 45 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებული საზოგადოების ერთიანობასა და წესრიგს უპირისპირდებოდა.
უცნობია, თუ რას წერდა ქალი ქსელებში, თუმცა ფაქტია რომ მისი საქმე იმ სასამართლომ განიხილა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების და ტერორიზმის შესახებ საქმეებს უძღვება ხოლმე.

საუდის არაბეთში ტერორიზმის მუხლი საკმაოდ ფართოა და ამ კანონს სასამართლო უწყება ძალიან ხშირად იყენებს.
რაც შეეხება დაკავებულს, ჟურნალისტებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ ის 2021 წლის ივლისშია დაპატიმრებული და ჰქონდა თუ არა წარსულში კანონთან პრობლემა – არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები