LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები თებერვალში სამოგზაუროდ – „ბონ ვოიაჟი“

320
BeFunky-collage (9)

თუკი ზამთრის სიცივე მოგბეზრდათ და სიახლეების ძიებაში მსოფლიოს თბილი ადგილების მონახულება, ან განსხვავებული დასვენება გადაწყვიტეთ „ბონ ვოიაჟი“ თებერვალში სამოგზაუროდ ხუთ გამორჩეულ ადგილს გაგაცნობთ:

გოა, ინდოეთი

გოა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტროპიკული მიმართულებაა ინდოეთში. მოგზაურები რომლებიც ეძებენ კარგ პლაჟებს, ეგზოტიკას, კულტურას და მრავალფეროვნებას,ეს მიმართულება მათთვისაა. ინდოეთის ეს სახელმწიფო არაბეთის ზღვასთან არის ახლოს შესაბამისად მუდმივი თბილი კლიმატით გამოირჩევა. თუკი რელაქსაცია გსურთ, ესტუმრეთ გოას თებერვალში, როცა ტურისტული სეზონის პიკი სრულდება და ფასებიც იკლებს. სუფთა პლაჟები და დიდებული ამინდი აქაურობას იდეალურ ადგილად აქცევს ზამთარში სტუმრობისთვის.
ისტორიული ტურისთვის, ეწვიეთ გოას ძველ უბანს, სადაც არის პორტუგალიელების მმართველობის დროს აშენებული კათოლიკური ტაძრები და ღირსშესანიშნაობები.

კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა

კეიპ ტაუნი ის სამხრეთ აფრიკის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია და, შესაბამისად, ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. სამხრეთ აფრიკა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი ბირთვული იარაღის პროგრამაზე, შეაჩერა წარმოება და გაანადგურა მარაგები. სამხრეთ აფრიკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ქვეყნად, მას აქვს 3 დედაქალაქი და 11 სახელმწიფო ენა. ის არის ერთადერთი ქვეყანა სადაც გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რაგბიში და კრიკეტში.

ღვინის მოყვარულებისთვის კეიპ ტაუნი იდეალური ადგილია თებერვალში სტუმრობისთვის. თუ ღვინის დეგუსტაცია, ან პიკნიკები გიზიდავთ, ეწვიეთ კონსტანცია ველს, სადაც მრავლადაა ვენახები და მუხის ხეებით ჩაყოლებული ქუჩები. აქ არის აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო, სადაც შესაძლებელია სერფინგი, გარუჯვა და ველური ბუნებით სიამოვნების მიღება.

მაუი, ჰავაი

თებერვალი საუკეთესო დროა ალოჰას სამშობლოს მოსანახულებლად.
ავიაბილეთების ფასების მიხედვით, ამ თვეში ჰავაიზე სტუმრობა ყველაზე იაფი ჯდება, როცა ფასები საგრძნობლად ეცემა ტურისტული სეზონის შემდეგ. სასტუმროების ფასებიც იაფდება, რაც შვებულების აქ გატარებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ჰავაის კუნძულები მდებარეობს წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 4 ათასამდე კილომეტრის დაშორებით. აქ არის ექვსი ძირითადი კუნძული ოაჰუ, მაუი, ჰავაის დიდი კუნძული, კაუაი, მოლოკაი და ლანაი. ტურისტებს ადვილად შეუძლიათ ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაადგილება ადგილობრივი ავიახაზების საშუალებით.

ნახევარმთვარის ფორმის მოლოკინის კრატერი, შავი ქვიშის პლაჟი ვაიანაპანაპას პარკში, ვაილუას ჩანჩქერები, ვაილუას ჩანჩქერები, ლავანდის მინდვრები და მრავალი სხვა ჯადოსნური სანახაობა ტურისტებისთვის სამოთხეა.
ბუნების მოყვარულებისთვის თებერვალი კუზიანი ზვიგენების საყურებელი სეზონის პიკია. მაუი 2018 წლის 10-დან 24 თებერვლამდე ყოველწლიურ ზვიგენების ფესტივალს   მართავს.

პუერტო ვალარტა, მექსიკა


მექსიკის ქალაქებიდან ერთ-ერთი საუკეთესოს, პუერტო ვალარტას მოსანახულებლად თებერვალი საუკეთესო დროა. ამინდი ამ დროს შესანიშნავია, ხოლო გაზაფხულისგან განსხვავებით ნაკლებად გადატვირთული დამსვენებლებისაგან. აქვეა მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე უნიკალური და იდუმალი დასასვენებელი ადგილია ე.წ. დამალული პლიაჟი. ეს იდუმალი ადგილი მდებარეობს ლას მარიეტას კუნძულების რეგიონში, პუერტო ვალარტადან სულ რაღაც ორმოცდაათ კილომეტრში. ასევე არის ბაია დე ბანდერას ყურე და ლას მარიეტას ჯადოსნური იდუმალი კუნძულები. ზამთრის სიცივისგან გაბეზრებული და მშვიდი,იდუმალი დასვენებისთვის ეს საუკეთესო ადგილია.

კურაჩაო


კურაჩაო ნამდვილად განსხვავებული ადგილია ზამთარში შვებულების გასატარებლად. გარდა ულამაზესი სანაპიროსი, კუნძულს აქებენ მდიდარი ისტორიის გამო, რაც გამოიხატება მუსიკაში, სამზარეულოსა და ხელოვნებაში. დედაქალაქ ვილემსტადში მრავლადაა ნაირფერად შეღებილი ჰოლანდიური კოლონისტების შენობები, აქ არის ადგილობრივი რესტორნებისა და ბარების ურიცხვი რაოდენობა, რომლებიც მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზეა ჩამწკრივებული. ქალაქის ბაზრობა, როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების საყვარელი ადგილია.

mazda magti 5g