LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

165

რა თქმა უნდა, უცხოური ვოიაჟიდან სამახსოვრო სუვენირის გარეშე არავინ ბრუნდება.

თუ მაცივარზე ადგილი აღარ გაქვთ ტრადიციული მაგნიტისთვის, ბანალური მაისური ქალაქის სახელით კი, დიდი ხანია მოგბეზრდათ, მაშინ დროა მოიძიოთ ახალი და კოლორიტული ნივთები, რომელთა შეძენა ყოველთვის თავისუფლად შეიძლება ეპროპულ ქალაქებში.

გერმანია, მასსი – გერმანელებმა მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი ლუდის სიყვარულით, რომელსაც ზაფხულში უზარმაზარი შუშის კათხით – მასსით მიირთმევენ. თუ მიუნხენში გეგმავთ მოგზაურობისას, აუცილებლად შეიძინეთ ტრადიციული სუვენირი ცნობილი  ლუდის ქარხნის ლოგოტიპით.

იტალია, ტყავის ნაწარმი – იტალია იდეალური ქვეყანაა ტყავის ნაწარმის შესაძენად, რადგან ბრენდულ ბუტიკებსა და ჩვეულებრივ ბაზრობებზე ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების ყოველთვის დიდი არჩევანია. თუ ფლორენციაში აპირებთ გამგზავრებას, პოპულარულ ბაზრობას „სან ლორენცოს ესტუმრეთ, სადაც აუცილებლად შეარჩევთ იდეალურ ტყავის „სუვენირს“.

ხორვატია, თაფლიკვერი – „რაინდის გულად“ წოდებული თაფლიკვერის შეძენა ხორვატიის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება. სხვათაშორის, გულის ფორმის კაშკაშა წითელ ნამცხვარს, ხორვატები შუასაუკუნეებშიც ინტენსიურად აცხობდნენ, მერე კი, საშობაო ნაძვის ხეს რთავდნენ.

ნიდერლანდები, დელფტის ფაიფური – თეთრ და ლურჯ ფერებში გაფორმებული ფაიფურის ნაწარმი – დელფტი, რომელმაც ქალაქის პატივსაცემად მიიღო სახელი – მართლაც საუკეთესო სუვენირია ჰოლანდიიდან. სხვათაშორის, უნიკალური ნაკეთობის წარმოება დელფტში მე-16 საუკუნეში დაიწყო, როცა ქალაქში 33 ქარხანა მუშაობდა, დღეს კი, მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, თუმცა ულამაზესი ორნამენტით მოხატული თეფშების, თასების და სხვა დეკორატიული ნივთების შეძენა ჰოლანდიის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება.

ავსტრია, მოცარტქუგელი – შოკოლადის კანფეტი მარციპანის შიგთავსით, რომლის რეცეპტი ადგილობრივ კონდიტერს პაულ ფრიუსტს ეკუთვნის, პირველად 1890 წელს მომზადდა ზალცბურგში და უდიდეს კომპოზიტორს ვოლფგან ამადეუს მოცარტს მიეძღვნა. ავსტრიაში მოგზაურობისას აუცილებლად ისიამოვნეთ უგემრიელესი შოკოლადით და ახლობლებსაც გაასინჯეთ მისი არაჩვეულებრივი გემო.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები