როგორც გასულ კვირას ანონსდებოდა, ამ დღეებში საუკუნის გარიგება შედგა: ამიერიდან, 21st Century Fox 52,4 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ კომპანია Walt Disney-ის მფლობელობაში გადავიდა.
Disney-ის მიერ Fox-ის აქტივების შეძენა რუპერტ მერდოკის მედია ექსპანსიის ერთგვარ დასასულად მიიჩნევა. მედია მაგნატი ამჟამად 86 წლისაა. Fox-ის „იმპერიის მშენებლობა“ მან ერთი გაზეთიდან დაიწყო, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით 21 წლის ასაკში მიიღო და მისგან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედია-იმპერია შექმნა.
აქტივების სია, რომელიც ამჟამად Disney-ის კუთვნილებაშია, ასე გამოიყურება:
FX Networks, National Geographic, 300-მდე მსოფლიოს ტელეარხი, 22 რეგიონალური სპორტული არხი, სერვის Hulu-ს 30%, ასევე რამდენიმე ტელესტუდია, რომელიც სერიალებს აწარმოებს (მათ შორის „ამერიკულ ოჯახს“).
„სახლში ბრუნდებიან“ ცნობილი სუპერგმირებიც – იქს ადამიანები და დედპული, რომლებიც წლების წინ სტუდიას გამოეყვნენ.
Disney-მ მოიპოვა „ავატარის“, „იქს ადამიანების“, „უცხოს“, „კერკეტი კაკლისა“ და სხვა ფილმების წარმოების უფლება. ასევე შემდეგი სატელევიზიო კონტენტის მართვის შესაძლებლობა – „სიმპსონები“, „ფუტურამა“, „საიდუმლო მასალები“ და ა.შ.