LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის „იმპიჩმენტი“ –  ბილ კლიტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალური რომანზე სერიალი გამოდის

140
raianmerphy

რაიან მერფის გახმაურებული სერიალის „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის გამოსვლას მაყურებელი ორ წელზე მეტია ელის. დღეს ინტერნეტში გამოჩნდა პირველი თრეილერი სეზონიდან, რომლის სახელწოდებაა „იმპიჩმენტი“ და ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალურ რომანზე გვიყვება.

სერიალის თრეილერიდან უკვე ჩანს, რომ ახალი სეზონი ისეთივე დაძაბული იქნება, როგორც პირველი და მეორე. მონიკა ლევინსკის სერიალში ბინი ფელდშეინი, ხოლო პრეზიდენტ კლინტონს, კლაივ ოუენი განასახიერებენ, სერიალში ასევე ვიხილავთ სარა პოლსონსა და ედი ფალკოს.

შეგახსენებთ, რომ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ პირველი სეზონი, ო ჯეი სიმპსონის კრიმინალურ საქმეს, ხოლო მერე სეზონი, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეძღვნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g