LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის შემდეგ: ურუგვაის და არგენტინას 100 წლის მუნდიალი უნდათ

43

არგენტინის პრეზიდენტი: ”ურუგვაისთან ერთად ვიმუშავებთ, რათა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ”.

ურუგვაის პრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა და არგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებში 2030 წლის მუნდიალის ჩატარებაზე ერთობლივი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა განიხილეს.

”ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატი მივიღოთ”, – თქვა მაკრიმ.

2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. პირველი მუნდიალი სწორედ ურუგვაიში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები