LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო, კომერციული ობიექტებისა და მოლების საიმედო დაცვა ერთი პროდუქტით

391
dio (3)

კომერციული ობიექტებისთვისა და მოლისთვის სივრცის დაცვის საუკეთესო და მარტივი საშუალება „დიო“-ს გარედამცავი ჟალუზია. პროდუქტი ალუმინის მყარი ფირფიტებისგან შედგება, იმართება ძალიან მარტივად და ამავდროულად ნებისმიერ შენობას დახვეწილ, თანამედროვე იერსახეს ანიჭებს.

პროდუქტის მართვა შეგიძლიათ შენობის შიგნიდან – ავტომატურად, ფანჯრებისა თუ კარების გაღების გარეშე. სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია მექანიკურადაც მართოთ. ინტენსიური გამოყენების პირობებშიც კი გარედამცავი ჟალუზი ხანგრძლივი ექსპლუატაციით მრავალი წლის განმავლობაში გამოირჩევა.

„რა უნდა იყოს იმაზე კომფორტული, როდესაც თქვენს ობიექტს ნებისმიერ დროს თავისუფლად ტოვებთ და გაქვთ უსაფრთხოების შეგრძნება, იცით, რომ ნებისმიერი არასასურველი სტუმრისა თუ ამინდის ცვალებადობის მიუხედავად თქვენი სივრცე დაცულია და ყოველთვის იგივე მდგომარეობაში დაგხვდებათ, როგორსაც დატოვებთ. ამ ყველაფერს ჩვენი ალუმინის გარედამცავი ჟალუზი ძალიან მარტივად უზრუნველყოფს.“ – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

პროდუქტი განსაკუთრებით საჭირო და მოთხოვნადი სავაჭრო ობიექტებშია, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა დამზადდეს „სარკმლიანი“ ფირფიტებით, რაც ხილვადობასა და ჰაერის ნაკადის თავისუფლად დინებას უზრუნველყოფს.

ამას გარდა „დიო“-ში ცეცხლგამძლე გარედამცავ ჟალუზსაც შეხვდებით, რომელიც ნებისმიერ შენობას – ეს იქნება საცხოვრებელი სახლი თუ კომერციული ადგილი ხანძრისგან იცავს და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. (მახასიათებლები შეესაბამება საერთაშორისო EN 13501-2:2007 სტანდარტებს).

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად პროდუქტს მიენიჭა კლასიფიკაცია E120-E180, რაც ნიშნავს, რომ ცეცხლგამძლეობის ხანგრძლივობა შეადგენს 120-180 წუთს.

და ბოლოს, თუ უსაფრთხო გარემო და შენობის ესთეტიკური მხარე თქვენთვის მნიშვნელოვანია, ესტუმრეთ „დიო“-ს თბილისსა და ფილიალებში და თქვენთვის სასურველი ფერისა და დიზაინის გარედამცავი ჟალუზი შეარჩიეთ. პროდუქტის მარტივად და სწრაფად დამონტაჟების დღიდან თქვენი სივრცე არა მხოლოდ სახიფათო შემთხვევებისგან, არამედ მტვრის, ქარისა და წვიმის შეღწევისგან სრულიად დაცული გახდება.

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g