LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი: ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნება სწორი გადაწყვეტილებაა

70

ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნება სწორი გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია აცხადებს.   „ვუჭერთ მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში – განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს – გამოყენებას გულისხმობს“,- აღნიშნულია სსფ-ს მისიის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით.

,, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს.’’-მიაჩნიათ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს.

განცხადებაში საუბარია ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას გამიჯვნაზეც და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და განხორციელდეს მაღალი ხარისხით.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 9-21 ნოემბერს სტუმრობდა. ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები