LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდის დახმარება გადაფარავს ყველანაირ დეფიციტს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

151
23800325-1627209917317315-7705001348053672912-o

სავალუტო ფონდის დახმარება გადაფარავს ყველანაირ დეფიციტს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მოადგილე წერს. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის დაფინანსების შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდში გამართულა.

“დასრულდა 2-კვირიანი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან. არსებული გამოწვევების ფონზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდში გამართულა, ვინაიდან ფონდთან შეთანხმება არსებითი პირობაა სხვა დონორებთან მოლაპარაკებისთვისაც. ამავე ორ კვირაში გაიმართა კონსულტაცია ყველა(!) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან დამატებით დაფინანსების მოზიდვაზე.

ამ ეტაპისთვის – 1.5 მილიარდი დოლარი საბიუჯეტო დაფინანსება! 1.5 მილიარდი დოლარი ბიზნესისთვის მოზიდული თანხა! პრაქტიკულად ყველა დონორთან მნიშვნელოვნად გავცდით ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის დადგენილ კვოტებს, რისი საშუალებაც გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოგვცა. დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ასეთი თანამშრომლობისათვის – გალობალური გამოწვევების ფონზე, როცა საგარეო დაფინანსებას ითხოვს ყველა განვითარებადი ქვეყანა, დროის ასეთ მოკლე პერიოდში, ამ მოცულობის დაფინანსებაზე შეთანხმება. რეალურად ეს არის კონკრეტული თვეების მიხედვით გაწერილი ის ბუფერი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში (8-10 თვე) გადაფარავს ყველანაირ დეფიციტს, ყველაზე ცუდი სცენარის (იმედია არ რეალიზდება) პირობებშიც კი.

ამ დროისთვის ეს პროგრესია, მეტი დეტალი მოგვიანებით”, – წერს ლაშა ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g