LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

100
ekonomika32

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ძალაში ტოვებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტი იქნება.

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი კვლავ მდგრადია. მიუხედავად შედარებით ნაკლებად მხარდამჭერი ეკონომიკური გარემოსი, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა დაგეგმილზე პოზიტიური იყო – დაახლოებით ხუთი პროცენტის ფარგლებში. აგვისტოს მონაცემებით, გაზრდილი ინფლაცია (წლიური 4.9 პროცენტი) გამოწვეულია აქციზის გადასახადის ზრდით, სურსათზე გაზრდილი ფასებითა და ლარის გაუფასურებით“, – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ფონდის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 5.4 პროცენტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები