“იუთუბზე” კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. დიალოგი, სავარაუდოდ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დრექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის შედგა. გვარამია და ახვლედიანი სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით “კატასტროფული მდგომარეობაა”.
აუდიოჩანაწერს უკვე გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც, იგი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერით ხელისუფლება “თვიდაზიანებას იყენებს”.