საყიდლების მოყვარულებისთვის წლის ყველაზე დიდი დღესასწაული, “შავი პარასკევი” ახლოვდება. წელს ფასდაკლებების ყველაზე დიდი დღე 25 ნოემბერს უწევს.
“შავი პარასკევის” ფასდაკლებები უკვე დაიწყო Amazon-მა. საიტზე 25 ნოემბრამდე დღის შემოთავაზებები ყოველდღიურად იქნება, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ფასდაკლებით შეიძინონ HD ტელევიზორები, ტელეფონები და კოსმეტიკური ნაწარმი .
„ამაზონი“ ნოემბრისა და დეკემბრისთვის გაორმაგებული ძალით მუშაობს, კომპანიამ დაიმატა დროებითი სეზონური თანამშრომლები, რომ მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
შარშან „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებისას „ამაზონმა“ 7.4 მლნ-ზე მეტი ნივთი გაყიდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას მომხმარებლები 5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ონლაინ-საყიდლებისთვის.