LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს: დავით მათიკაშვილი

53
დავით მათიკაშვილი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უნდა მისცენ.

ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითვალისწინებს, სამმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. განხილვა ყველაზე ბოლოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტში დასრულდა. პროცესი ხმამაღალი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ინსტიტუტის გაჯანსაღებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ერთ უწყებას არ აქვს.

“საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს. ეს ქმნის სისტემურ პრობლემას. არცერთ ევროპულ, წამყვან ქვეყანაში ეს ორი ფუნქცია ერთ სამსახურს არ გააჩნია. ამიტომაც ხდება ინსტიტუციური გასწორება და გაჯანსაღება ამ ინსტიტუტის,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიტიკური მოტივებით ხდება

 

magti 5g