LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვაო ფორუმის ფარგლებში უკრაინასა და მალტასთან შეთანხმებები გაფორმდა

111

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების განვითარებას შეეხება.

პირველი შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და მალტის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ მოიცავს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას თანასწორობის პრინციპისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე.

ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედ სანაოსნო კომპანიებს შეუძლიათნ ითანამშრომლონ ერთობლივად ან დამოუკიდებლად,  როგორც სანაოსნო ხაზების განხორციელების, ასევე, ნაოსნობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.

შეთანხმების პროექტის მიხედვით, მხარეთა შორის თანამშრომლობა მოიცავს ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობას საკუთარი გემების მონაწილეობით, როგორც ხელშემკვრელ მხარეთაშორის, ასევე მესამე ქვეყნებიდან და მესამექვეყნების მიმართულებითტვირთის გადაზიდვაში საკუთარი გემების ეფექტურგამოყენებას.

ასევე გაფორმდა მეორე დოკუმენტი, რომლის თანახად, შეთანხმების მიზანია ხელშემკვრელმა მხარეებმა გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები, გაუწიონ ერთმანეთს აუცილებელი დახმარება უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზებაში.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თავისი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფენ აუცილებელ პირობებს ტვირთის დაუბრკოლებლად გადაზიდვისა და მოძრავი შემადგენლობის გაშვებისათვის როგორც მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, აგრეთვე მათი ტერიტორიების გავლით მესამე ქვეყნებში.

როგორც შეთანხმებაშია მოცემული, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით, პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე ხაზით განხორციელებული გადაზიდვები, დაუყოვნებლივ აცნობებენ  და აუცილებლობის შემთხვევაში, ამ დაბრკოლებების აღმოფხვრისთვის ზომებს მიიღებენ.

შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის სატარიფო პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმართული იქნება უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განვითარებისკენ.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g