LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვრის კონტროლი მკაცრდება – შსს განცხადებას ავრცელებს

188
unnamed (1) (2)

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. უწყების ინფორმაციით, მაღალი რისკის ქვეყნებად ამ დროისათვის განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ხდება მგზავრების შემოწმება 24-საათიან რეჟიმში. ასევე შესაბამის პროცედურებს გადიან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ აღნიშნულ სახელმწიფოებში.

შსს ინფორმაციით, ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს: რამდენი პაციენტი იმყოფება ინფექციურში და ვინ არიან ისინი

“აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველ დღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება” – ნათქვამია განცხადებაში.

იტალიასთან ფრენები არ შეწყდება

აქვე განმარტებულია, რომ  მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g