23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებების განცხადებებს ეხმაურება.
მიხეილ რამიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბევრ ადამიანს ჰყავს და მასთან ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად რაღაც სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეს.
გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება: შსს
გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.
„ასე პირდაპირ მიმართება, რომ ფსიქოლოგის დაიკითხა და ახლა ამას იმიტომ არ ვასაჯაროებთ, რომ ოჯახის მდგომარეობა გვესმის, ამაზე აპელირება ცოტა უხერხულია საგამოძიებო უწყების მხრიდან. ასეთ აზრს მიჩენს ეს, რომ საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა იმიტომ, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები, რომ მზაობა გვქონდეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, – ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, ფსიქოლოგის შესახებ ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა.
