LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს შესაძლოა ხელფასები გაეზარდოთ

58

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს შესაძლოა ხელფასები გაეზარდოთ, – ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტმა ლაშა მესხმა განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო 500- მდე თანამშრომელს, რომელთა ანაზღაურება დაბალია.  მესხი არ აკონკრეტებს ხელფასის ზრდის სავარაუდო ოდენობას. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები კონკრეტულ საკითხებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, 18 მაისს  მაუწყებლის წინ, ხელფასების მომატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g