ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines თბილისი – აქტაუს მიმართულებაზე ფრენის სიხშირეს ზრდის. კერძოდ, 26 მარტიდან, ავიაკომპანია ოპერირებას განახორციელებს კვირაში 5 სიხშირით, ნაცვლად 3 სიხშირისა. ფრენები Boeing B737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მარტს მიენიჭა.
ცნობისთვის, SCAT Airlines საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2006 წლიდან ახორციელებს.