LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სჭირდება თუ არა ღვიძლს „გაწმენდა”?  – რას ამბობს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

655
მაია ბუწაშვილი

სჭირდება თუ არა ღვიძლს „გაწმენდა”? 

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ამბობს, რომ ღვიძლი თავად არის ჩვენი მთავარი ფილტრი, ამიტომ ღვიძლს ჩვენგან გაწმენდა არ სჭირდება:

B თუ C ჰეპატიტი – რომელია უფრო ვერაგი, ვინ არის რისკის ქვეშ და როდის გვემუქრება ციროზი? – მაია ბუწაშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”

„პარადოქსი ის არის, რომ ღვიძლი თავად არის ჩვენი მთავარი ფილტრი. მისი ამოცანაა, რომ ჩვენი ორგანიზმი გაწმინდოს, ანუ გაგვათავისუფლოს ზედმეტისგან – ტოქსინებისგან, მედიკამენტებისგან, ჰორმონების ნარჩენებისგან, ამიტომ მას ჩვენგან გაწმენდა არ სჭირდება, უბრალოდ სჭირდება ხელშეწყობა, რომ მან ეს გამწმენდი ფუნქცია კარგად და სწორად შეასრულოს და ეს ხელშეწყობა პირველ რიგში არის ის, რომ ზედმეტი რაღაცებით არ დავტვირთოთ ღვიძლი და ის შესანიშნავად ასრულებს თავს მოვალეობას…

ინფექციური დაავადებებისგან ჩვენ რა თქმა უნდა ბოლომდე თავს ვერ დავიცავთ, თუმცა რა თქმა უნდა ნაწილი ჩვენს ხელშიც არის, მაგრამ აქ ძირითადად ლაპარაკია, რომ გავუფრთხილდეთ ღვიძლს და არ დავტვირთოთ ზედმეტი ალკოჰოლით, მედიკამენტები გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს და დავანებოთ ღვიძლს თავი, კიდევ ნუ დავუმატებთ მას ამ ეგრეთ წოდებულ გამწმენდ საშუალებებს…“ – ამბობს მაია ბუწაშვილი.

„მითია, რომ განსაკუთრებით წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის…“ – რას ამბობს ალკოჰოლის სარგებლობის შესახებ გავრცელებულ მითებზე მაია ბუწაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g