Science-ის ცნობით, მეცნიერებმა მალარიასთან საბრძოლველად გამოავლინეს წამალი სახელწოდებით „ნიტისინონი“, რომელიც ადამიანის სისხლს კოღოებისთვის მომწამვლელად აქცევს.
მედიკამენტი პირველი ტიპის მემკვიდრეობითი ტიროზინემიის (ღვიძლის ფერმენტის არასაკმარის აქტივობა, რომელიც წარმოქმნის ტიროზიის ამინომჟავას) სამკურნალოდ გამოიყენება, რომელიც იშვიათი დაავადებაა.

მკვლევრების განმარტებით, ადამიანის სისხლში მისი მცირე დოზით შემცველობა კოღოებისთვის მომაკვდინებელია.
სპეციალისტები ამბობენ, რომ როცა მწერებმა ამ პრეპარატის მომხმარებელი 3 პაციენტის სისხლი დალიეს და 12 საათის განმავლობაში დაიხოცნენ.

მეცნიერების განმარტებით, ნიტისისონი მალარიასთან საბრძოლველად ხელსაყრელი პრეპარატია, მაგრამ ამ მიზნით მის გამოყენებამდე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.