სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ „ოქროს გლობუსის“ 83-ე დაჯილდოების ცერემონიას, არა მხოლოდ საღამოს ტრიუმფატორებსა და ვარსკვლავების „ლუქებს“, არამედ ღონისძიების ყველაზე გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მომენტებსაც.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი სელენა გომესის გარშემო ატყდა. 33 წლის მომღერალმა ორსულობის შესახებ ჭორები თავად გააჩინა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო წითელი ხალიჩიდან, სადაც ის მუცელზე ხელმოკიდებულია დაფიქსირებული. სწორედ ამ კადრმა გამოიწვია ვარაუდები, რომ არტისტი შესაძლოა შვილს ელოდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ სელენა გომესი სექტემბრის ბოლოს დაქორწინდა 37 წლის მუსიკალურ პროდიუსერზე, ბენი ბლანკოზე.