სელენა გომესის ახალი ბოიფრენდი, The Weeknd სიხარულით მიიღეს არამარტო მისმა თაყვანისმცემლებმა, არამედ ოჯახმაც. ამისი მორიგი დადასტურება ის იყო, რომ კანადელი რეპერის კოცერტზე, რომელიც ამ დღეებში ტეხასის შტატში გაიმართა, გომესის ახლობლები დაესწრნენ, ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსეს.
პირველად, მუსიკოსების რომანის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. პაპარაცებმა წყვილი სანტა-მონიკას ერთ-ერთ რესტორანში ვახშმის დროს დააფიქსირეს.