LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ვუდი ალენის ფილმის ჰონორარი ქველმოქმედებაში გადარიცხა

54

მას შემდეგ, რაც რებეკა ჰოლმა, გრიფინ ნიუმანმა და ტიმოთი შალამემ ვუდი ალენის ფილმში „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ ჰონორარზე უარი თქვეს, საზოგადოების ყურადღება სელენა გომესზე გამახვილდა, რომელიც ერთი შეხედვით სოლიდარობის გამოჩენას არ ჩქარობდა. როგორც გაირკვა, მომღერალმა ფონდში Time’s Up იმაზე მეტი გადარიცხა, ვიდრე პროექტში მონაწილეობისთვის მიიღო. აღმოჩნდა, რომ სელენამ ეს ყველაფერი ანონიმურად გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, თავის „ინსტაგრამზე“ გომესმა გამოქვეყნა პოსტი, სადაც ვუდი ალენის სექსუალური შევიწროებისგან დაზარალებულთა მხარდაჭერა გამოხატა: „ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, რატომ ვმუშაობდი ვუდი ალენთან. კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ამას ვერ გავახმაურებ, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ამ პროექტის ფული არაფერში მჭირდება და მას ქველმოქმედებაში გადავრიცხავ“.

შეგახსენებთ, რომ მსახიობები რეჟისორის წინააღმდეგ მას შემდეგ განეწყვნენ, რაც ალენის გერმა, დილან ფეროუმ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები